რატომ გვაბედნიერებს საჩუქრის ჩუქება?

ბევრისგან გექნება გაგებული, ჩუქება უფრო მიხარია, ვიდრე მიღებაო. ეგ კი არა, რახან ამ ბლოგზე გადმოხვედი, ალბათ შენც ეგრე ხარ, ჰიჰიჰიი… ჰოდა, რომ იცოდე, ეგ არც ისე გასაკვირია და სხვადასხვა მიზეზებითაც მშვენივრად იხსნება.

რამდენიმე მათგანს ახლავე მოგიყვები:

 

ნეიროქიმიური პროცესები 

კიბატონო, ქიმია და ბიოლოგია ამ ამბავშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს. არსებობს მეცნიერული კვლევები, რომლებიც აფიქსირებს, რომ საჩუქრის ჩუქება ტვინის ეგრედ წოდებულ “Reward System”-ს ძალიან უნიკალური კუთხით ააქტიურებს. როდესაც გავცემთ, ტვინის ის არეალი, რომელიც დაკავშირებულია კმაყოფილებასთან (ერთ-ერთ მათგანს “მეზოლიმბურ მონაკვეთს” უწოდებენ), გაცილებით უფრო მძაფრად აქტიურდება, ვიდრე მაშინ, როცა საჩუქარს ვიღებთ. ცხადია, როცა გვჩუქნიან, კმაყოფილების გრძნობა მაღალია, თუმცა ნერვული სისტემის ის არეალები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, ამ დროს ნაკლებად ფუნქციურია. ამიტომ შეგრძნებებიც ნაკლებად მძაფრია.

 

თვითგამოხატვა და ურთიერთკავშირის გამყარება

როდესაც საჩუქრის იდეა მოგვდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სიურპრიზად ხდება და არ არის დაკავშირებული დაბადების დღესთან ან რომელიმე დღესასწაულთან, ამ დროს ჩვენს ნერვულ სისტემაში ულამაზესი პროცესები ტრიალდება. ეს ამბავი, ერთი მხრივ, დაკავშირებულია თვითგამოხატვასთან, რადგან საქმეში კრეატივი და შემოქმედებითი აზროვნება ერთვება. მეორე მხრივ, ასეთი საჩუქარი ჩვენი მხრიდან გადასცემს ისეთ სათქმელს, რომელსაც სიტყვებით ვერ ვამბობთ, ან არ გვაფიქრდება, ან თუნდაც გვერიდება. ასეთი ქმედებები ამყარებს ურთიერთობებს,  ჩვენ კი შემოქმედებით კმაყოფილებას გვანიჭებს. ადრესატისგან მიღებული პოზიტიური ფიდბექი კი დამატებითი მიზეზი ხდება ბედნიერების შესაგრძნობად.

 

შინაგანი მოთხოვნილება

ქვეცნობიერად საჩუქრის გაცემა დაკავშირებულია ჩვენს მუდმივ სწრაფვასთან - დადებითი გავლენა მოვახდინოთ გარშემომყოფებზე და ზოგადად, სამყაროზე. შესაბამისად, როდესაც ვჩუქნით, კმაყოფილდება ჩვენი მუდმივი მენტალური მოთხოვნილება, რომ თავი მნიშვნელოვნად და “ქომიუნითის” წევრად ვიგრძნოთ.

 

საჩუქრების ჩუქება ამიტომაც არის ასეთი მარტივი და გენიალური ქმედება, ჩვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და ბედნიერების შესანარჩუნებლად. თუ რამე იდეა მოგივა, ნებისმიერ დროს, ვაუჩის პლატფორმა მზად არის, უსაჩუქროდ არავინ დატოვოს!!!!!!

გამოქვეყნებული 15 April, 2024

საინტერესო სტატიები