ჩუქების მთავარი პლატფორმა გირჩევს

რა განერვიულებს, გგონია გაგვიანდება?

ჰეჰ, ვაუჩის დროით ჯერ კიდევ იმდენი დრო გაქვს, შემდეგის შემდეგის შემდეგი წლის საჩუქრების მოფიქრებასაც მოასწრებ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთან საჩუქრის შერჩევას და ჩუქებას ჯამში 2 წუთიც ყოფნის. და თუ ძაააალიან მერყევი ხასიათითაც არ გამოირჩევი, შეიძლება უფრო ნაკლებშიც ჩაეტიო.

ახლა ჩვენი ბოლო დროის ტოპ გაყიდვადი ვაუჩერების თანხლებით რამდენიმე მინიშნებასაც მოგცემთ:

 

Ici Paris 

ჯერ სწორი საჩუქრის ჩუქება რამხელა სტრესია და მერე სუნამოს შერჩევა… უჰ, ნუ იტყვი. ციფრული სასაჩუქრე ბარათი თუ ვინმეს მადლს მოისხამს, პირველ ყოვლისა, ეს სუნამოების მოყვარულებს ეხებათ. “ისი პარის” ვაუჩერები ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია და ეს ლოგიკურიცაა. რა ჯობია კარგ სუნამოს, თან ისე, რომ სურნელის შერჩევაზე თავის ატკიება არ გიწევს - იხილე ვაუჩერი 

 

Elit Electronics 

არ არსებობს ტექნიკა, რომელსაც ელიტში ვერ ნახავ. სწორედ ამიტომ, ბოლო თვეებში “ელიტ ელექტრონიქსის” სასაჩუქრე ბარათებზე გაზრდილი მოთხოვნა გვაქვს. თუ ამ ბრენდის ვაუჩერს შეარჩევ, შენი ადრესატი საახალწლო ფასდაკლებებზე აუცილებლად ძაან კარგ რამეებს გამოკრავს ხელს - იხილე ვაუჩერი 

 

Super 

ალბათ არ გაგიკვირდება, თუ გეტყვით, რომ ახალ წლებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღაზია “სუპერია”. ალბათ არც ის გაგიკვირდება, თუ გეტყვით, რომ ჩვენს ულევ კატალოგში “სუპერიც”, რა თქმა უნდა, გვაქვს. ჰოდა რავიცი, ადამიანს საახალწლოდ მანდ შოპინგი აჩუქო ვაუჩერის სახით და არ გაუხარდეს, ჩვენ ეგეთი არავინ გვეგულება - იხილე ვაუჩერი 

 

Cryptal 

და თუ ძაააააააააააააააააააააააან რამე ყველასგან განსხვავებული გინდა, აჩუქე კრიპტო, შენ წარმოიდგინე ჩვენთან ეგეც კი მოიძებნება. ცოტა ბიტკოინი ვის არ გაუსწორდება - იხილე ვაუჩერი

 

wowchy card

თუ მაინც ვერ მოიფიქრებ, აჩუქე უნივერსალური wowchy card, რომელშიც 300-ზე მეტი ბრენდი ეტევა და ნებისმიერ მათგანზე შეიძლება მისი გადაცვლა, შენი ადრესატის გემოვნების მიხედვით. Ციფრული სასაჩუქრე ბარათი მეილის ან SMS-ის სახით წამებში იგზავნება და მას თან შეგიძლია დაურთო მისალოცი ფოტო ან ვიდეო. Ასევე შეგიძლია, წინასწარ მიუთითო დრო, როდის გინდა მისი გაგზავნა, მაგალითად: 31 დეკემბრის 23:58 საათზე - იხილე ვაუჩერი 


ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ და რო რამე არ დაგავიწყდეს, სანამ ჩვენ აქ ვართ, უსაჩუქროდ არავინ დარჩება <3

გამოქვეყნებული 22 December, 2023

საინტერესო სტატიები