რას ჩუქნიდნენ 2023-ში?

მოკლედ გადავხედეთ, გადმოვხედეთ წინა წლის სტატისტიკას და საინტერესო ამბებს მივაგენით:

Top Seller - Wowchy Card

ვაუჩი ქარდი რომ გაყიდვების აბსოლუტური ლიდერია ყველგან და ყოველთვის, ეს გასაკვირი არავისთვისაა. წარმოიდგინე, 300-ზე მეტი ბრენდი ერთ ციფრულ ბარათში, რომელიც წამებში იგზავნება ადრესატთან და კატალოგის ყველა ბრენდის ყველა ფილიალში შეიძლება მისი განაღდება. ასეთი სიმარტივე, სისწრაფე და უნივერსალურობა ზედმეტად დიდი კომფორტია იმისთვის, რომ ვაუჩი ქარდი 2023 წლის ლიდერი არ ყოფილიყო. გვეეჭვება, 2024-ში ეს სტატისტიკა რამემ შეცვალოს, თუმცა თუ რომელიმე ბრენდი ამ სასწაულს მოახდენს, სიხარულით შევეგებებით.

იხილე ვაუჩერის დეტალები

 

Top Newcomer – Navne

ნავნე 2023 წლის ბოლოს შემოგვიერთდა და ჩვენს პლატფორმაზე მაშინვე სრული წყვეტა გამოიწვია. მომენტებში ვაუჩი ქარდის შედეგებსაც კი გაეჯიბრებოდა. ჩვენთვის თვალსაჩინოა, რომ ეს ბრენდი მოსახლეობაში დიდი სიყვარულით სარგებლობს.

ნავნე ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელია საქართველოში, რომელიც 7 ქალაქში 21 ფილიალს აერთიანებს. ამიტომ, მართლაც ყოველთვის შესანიშნავი ვარიანტია სასაჩუქრედ.

იხილე ვაუჩერის დეტალები

 

Summer Hit – Cenomi Retail

Cenomi Retail სეზონურად ყოველთვის დიდი პოპულარულობით გამოირჩევა, რადგან ის აერთიანებს 20-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს, როგორებიცაა: Zara, Pull&Bear, Mango, Bershka და სხვა.

ამ სასაჩუქრე ბარათით სარგებლობა შესაძლებელია Retail Group Georgia-ს ჯგუფში შემავალ ყველა მაღაზიაში. ამიტომ ნებისმიერ დროს, როცა შენი ადრესატი კარადის განახლებას გეგმავს ან უბრალოდ უყვარს შოპინგი, Cenomi-ს ვაუჩერი იდეალური არჩევანია.

იხილე ვაუჩერის დეტალები

 

Breakthrough of the year - Playstation

Playstation-ის ვაუჩერზე დიდ მოთხოვნას თავიდანვე ველოდით, მაგრამ რაც მოხდა, ამან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. პირველივე კვირაში მაღალი მოთხოვნის გამო ვაუჩერები ამოგვეწურა და ცოტა ვინერვიულეთ კიდეც. ამიტომაც ახლა უკვე დიიიიიდი მარაგით შევსებულებმა დავიწყეთ ახალი წელი და ველოდებით ყველას, ვისაც სურს თამაშების შეძენა თავისთვის, ან მეგობრისთვის საჩუქრად.

იხილე ვაუჩერის დეტალები

 

Top self-care - Lutecia

თავის მოვლის მიმართულებას სეზონი არ გააჩნია. ის ყოველთვის აქტუალური იყო, არის და იქნება. ჩვენს კატალოგში ამ მხრივ ბევრ მშვენიერ ბრენდს შეხვდებით, თუმცა ლუტეციას ნამდვილად გამორჩეული 2023 ჰქონდა. ლუტეციას ცნობადობიდან გამომდინარე, მოთხოვნის კლებას არც 2024-ში ველით, ამიტომ საკმარისზე მეტი ციფრული ვაუჩერით აღჭურვილები შევხვდებით ყველას, ვისაც საყვარელი ადამიანების საჩუქრებით გახარება უნდა. 

ხილე ვაუჩერის დეტალები

 

ჩვენი სრული კატალოგი კი ყოველთვიურად იზრდება. რა თქმა უნდა, ვაუჩი წელსაც ყველაზე დიდი სასაჩუქრე პლატფორმაა და არ დაგავიწყდეს, რომ სანამ ჩვენ აქ ვართ, უსაჩუქროდ არავინ დარჩება!

გამოქვეყნებული 17 January, 2024

საინტერესო სტატიები