რა ვაჩუქო ვალენტინობაზე?

როცა საქმე შეყვარებულის საჩუქარს ეხება, შეცდომის დაშვების ბევრი უფლება არ გაქვს. ამიტომ, სანამ კონკრეტულ ბრენდებზე გადავალთ, ჩვენს რჩევებს ყველაზე მაგიური რჩევით დავიწყებთ.

მაშ ასე, საჩუქარი რომელიც ვერ შეგეშლება:

wowchy card

300-ზე მეტი ბრენდის ციფრული სასაჩუქრე ბარათი, რომლებიც ჯამში 1000-ზე მეტ ფილიალში იძლევა განაღდების საშუალებას, მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველანაირი გემოვნების ბრენდები, დიდი, პატარა, საშუალო, დამწყები, სახელოვანი, ძირძველი, ისეთი, ასეთი, აჩუქე როცა გინდა, საიდანაც გინდა, როგორც გინდა. ვაუჩი ქარდი იმდენად უნივერსალურია, რომ ამდენიც აღარ შეიძლებააააააააა….. ვხუმრობთ, ცხადია.

გადადი ვაუჩერის დეტალებზე

 

კარგი, მოდი კონკრეტულ რჩევებზეც გადავიდეთ, რა იცი რა ხდება. მაგალითად, თუ საჩუქარს გოგოსთვის ეძებ, ერთი ულამაზესი ბრენდი გვეგულება:

Ninea

სახლში სანებივრო სამოსი, დამზადებული საქართველოში, ქალების მიერ, ქალებისთვის. თუ საჩუქრის სიმბოლიზმით დატვირთვა გაგიხარდება და თან ზუსტად არ იცი, როგორი სტილის სამოსი უფრო მოეწონება, ნინეას ციფრული ვაუჩერი მშვენიერი არჩევანია შენთვის.

გადადი ვაუჩერის დეტალებზე

 

ცოტა გეიმინგის მიმართულებითაც გავიხედოთ. გეიმერი პარტნიორი ბევრს ეყოლება, ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ იცი ეს ამბავი, ჩვენს კატალოგში ასეთ სასაჩუქრე ბარათებს აღმოაჩენ:

Playstation

ჩვენი ბოლო პერიოდის სუპერსტარი პროდუქტი. აწი ფლეისთეიშენის გიფთ ქარდების შეძენა და თამაშების ყიდვა უკვე ვაუჩის პლატფორმიდანაა შესაძლებელი. პრინციპში, თუ შენს ადრესატს გეიმინგი დიდად არ უყვარს, შენც შეგიძლია იყიდო შენთვის, ვინ გიშლის..

გადადი ვაუჩერის დეტალებზე


Gamezone

ფლეისთეიშენის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ერთადერთი გეიმინგ კონცეფციის მაღაზია, რომელშიც კონსოლებისა და თამაშების სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი, მათ შორის: Xbox, Nintendo, 20-ზე მეტი ბრენდის აქსესუარი, გაჯეტი და უუუუააამრავი თამაში.

გადადი ვაუჩერის დეტალებზე

 

დააააააა თუ ასეთი კონკრეტული ინტერესები შენს ადრესატში დიდად არ იკვეთება, მაშინ შეგიძლია აჩუქო ისეთი რამ, რაც ყველას გაუხარდება:

Sam Raan Spa & Wellness Center

უნიკალური სპა ცენტრი, რომელიც აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: თერმული საწოლების ლაუნჯი, აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, ჰიმალაური მარილის ოთახი, მკვდარი ზღვის მინერალებიანი აუზი, თურქული აბანო... გავაგრძელოთ? მგონი აღარაა საჭირო. გვაჩვენეთ ადეკვატური ადამიანი, რომელიც ამაზე უარს იტყვის!

გადადი ვაუჩერის დეტალებზე

 

ჩვენს კატალოგში კიდევ ძალიან ბევრი ბრენდის აღმოჩენა შეგიძლია. ყურადღებით დაათვალიერე და აუცილებლად იპოვი. თუ არადა, უნივერსალური ვაუჩი ქარდი ყოველთვის არსებობს!

სიყვარულით,

ჩუქების მთავარი ციფრული პლატფორმა საქართველოში

გამოქვეყნებული 12 February, 2024

საინტერესო სტატიები