BACK TO SCHOOL

სასწავლო წლის განახლებასთან ერთად, სექტემბერი, როგორც წესი, ბევრი ახალი საქმიანობის დასაწყისია, რის გამოც ის ყოველთვის ძალიან აქტიურ თვედ იქცევა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ხშირად გვიწევს საჩუქრების არჩევაზე ფიქრიც. თუ შენ ახლა ამ ბლოგს კითხულობ, გაგიმართლა, რადგან „Back to school“ პერიოდში wowchy-ს შენთვის ძალიან კარგი სასაჩუქრე რჩევები აქვს: 1. ბიბლუსი - საქართველოს მასშტაბით 64 ფილიალის მქონე ბრენდი დღესდღეობით ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელია. სასწავლო წლის დასაწყისში ბიბლუსის wowchy card ცალსახად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. თანაც, კომპანიას მიმდინარე სასკოლო ფასდაკლებები აქვს, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას. 2. Dressup - სექტემბერი, როგორც ჩვენი კარადის განახლების თვე, Dressup Group-ის სასაჩუქრე ბარათის შესარჩევად იდეალური პერიოდია. ამ ჯგუფში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Levis, Converse, Vans, Tommy Jeans და სხვა. 3. Miniso - იაპონურ მაღაზიათა ქსელს უკვე დიდი ხანია, წარდგენა აღარ სჭირდება, რადგან ის წლების განმავლობაში ბევრისთვის საყვარელ ბრენდად იქცა. მინისოს, ბიბლუსის მსგავსად, სწავლის განახლებასთან ერთად ბევრი მიმდინარე აქცია აქვს. ასე რომ, ამ ბრენდის wowchy card-ის შერჩევა შენს ადრესატს აუცილებლად გაახარებს. 4. RGG - „ვაუჩის“ პარტნიორების სიას კიდევ ერთი უდიდესი ქსელი, Retail Group Georgia, ამშვენებს. აქ ტანსაცმლის ისეთ ბრენდებს შეხვდები, როგორებიცაა: Zara, Pull&Bear, Stradivarius და სხვა. wowchy card-ის ადრესატისთვის გაგზავნა სულ რამდენიმე წამში, ელექტრონულად შეგიძლია, რაც ჩუქების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. ასევე შეგიძლია, სასაჩუქრე ბარათს გააყოლო მისალოცი ტექსტი და თან ფოტო ან ვიდეო დაურთო.
Published 19 September, 2022

Interesting articles