შეკვეთის შესახებ
როგორ ხდება სასაჩუქრე ბარათების მიღება?
კურიერის სერვისი უზრუნველყოფს სასაჩუქრე ბარათის მიტანას მითითებულ მისამართზე.
როგორ მუშაობს სასაჩუქრე ბარათები?
სასაჩუქრე ბარათის შეძენა შესაძლებელია ონლაინ და მისი მიტანა ხდება კურიერის სერვისის მეშვეობით. შემდეგ კი მომხმარებელი ირჩევს სასაჩუქრე ბარათის ნომინალის შესაბამისი ღირებულების პროდუქციას მაღაზიაში.
როგორ გამოიყურება სასაჩუქრე ბარათები?
ყველა ბრენდის სასაჩუქრე ბარათი განსხვავებული დიზაინისაა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ბრენდების გვერდებზე, თუმცა wowchy გაძლევთ საშუალებას შეფუთული გამზადებული საჩუქარი გაუგზავნოთ ან თავად მიართვათ ადრესატს.
მიტანა
რამდენ ხანში ხდება სასაჩუქრე ბარათის ადგილზე მიტანა?
ექსპრეს სერვისი მოქმედებს მხოლოდ თბილისში და მიტანა ხდება იმავე დღეს. სტანდარტული სერვისი თბილისში 15.00-მდე შეკვეთის შემთხვევაში - 1 სამუშაო დღე, ხოლო 15.00-ის შემდეგ შეკვეთის შემთხვევაში - 2 სამუშაო დღე. რეგიონში მიტანას ჭირდება 2-3 სამუშაო დღე.
რამდენია მიტანის სერვისის ღირებულება?
სტანდარტული სერვისი: თბილისი - 5 ლარი (15.00-მდე შეკვეთის შემთხვევაში 1 სამუშაო დღე და 15.00-ის შემდეგ - 2 სამუშაო დღე), რეგიონები - 7 ლარი (2-3 სამუშაო დღე). ექსპრეს სერვისი (იმავე დღეს მიტანა) მოქმედებს მხოლოდ თბილისში და მისი ღირებულებაა 7 ლარი.
ტექნიკური საკითხები
რა არის სასაჩუქრე ბარათის გამოყენების ვადა?
ყველა ბრენდს აქვს საკუთარი გამოყენების ვადა, რომელიც აწერია სასაჩუქრე ბარათს და მისი ათვლა იწყება შეძენის დღიდან
რა ტიპის შეფუთვა აქვს wowchy-ს?
wowchy სთავაზობს მომხმარებელს რამდენიმე ტიპის შეფუთვას, ღირებულება შეადგენს 2 ლარს
გადახდა
რა ხდება სასაჩუქრე ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?
wowchy არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ დაკარგული ბარათის ანაზღაურებაზე.