რატომ wowchy?
wowchy-ს შექმნით გვსურდა გვეჩვენებინა თქვენთვის, თუ რატომ არის სასაჩუქრე ბარათი შესანიშნავი საჩუქარი და ამავდროულად, გაგვემარტვებინა მისი შეძენის პროცესი.
ამ ბლოგში წარმოგიდენთ იმ ძირითად მიზეზებს, თუ რატომ გირჩევთ შეიძინოთ სასაჩუქრე ბარათი:
1. თავიდან აიცილებთ ზედმეტ ხარჯებს
როცა სასაჩუქრე ბარათს ჩუქნით, დაზღვეული ხარ ზედმეტი ხარჯებისგან და არც საფულე არ გიცარიელდება გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.
2. ზოგავ დროს და არც პირბადით გიწევს უსასრულო რიგში დგომა
მსოფლიო პანდემიის პირობებში, შოპინგი უფრო მეტ დროსთან და ბევრ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ვაუჩის მეშვეობით, კი ყველაფერი გაცილებით მარტივადაა.
3. მოქნილობა
ვაუჩის მეშვეობით, სასაჩუქრე ბარათები მოქნილია როგორც მყიდველისთვის, ასევე მიმღებისთვის. მყიდველს შეუძლია შეიძინოს მარტივად ნებისმიერი ადგილიდან, ხოლო მიმღებს შესაძლებლობა ექნება სურვილისამებრ გამოიყენოს სასაჩუქრე ბარათი მაშინ, როცა მას მოუნდება. იქნება ეს ფასდაკლებები, ახალი კოლექცია თუ სხვა..
4. არასწორად შერჩეული საჩუქრის ჩუქებისგან გამოწვეული უხერხულობისგან თავის არიდება
სასაჩუქრე ბარათი შესანიშნავი საჩუქარია, მაშინ როდესაც ზუსტად არ ვიცით საჩუქრის ადრესატის ზომა, ინტერესები და სხვა მახასიათებლები, რისი მიხედვითაც შეგვიძლია პერსონალური საჩუქრის არჩევა.
5. და ბოლოს, გადაჩუქება
ზუსტად იცით, რომ თქვენ მიერ ნაჩუქარ სასაჩუქრე ბარათს ადრესატი გამოიყენებს, იმ უამრავი არასწორად შერჩეული საჩუქრისგან განსხვავებით, რომლებიც სულმოუთქმენლად ელიან ახალ დაბადების დღეს, რომ გადაჩუქდნენ))