რა არ უნდა შეგეშალოს ვალენტინობას

ვალენტინობისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე რჩევებს უკვე ბევრისგან მოისმენდი და, ხვალ საღამომდე, ალბათ კიდევ უფრო მეტისგან მოისმენ. თუმცა, ხანდახან ის უფრო მნიშვნელოვანია, რა არ უნდა შეგეშალოს! მითუმეტეს, სიყვარულის დღეს!

დაგვიგდე ყური და ვაუჩი რამდენიმე კრიტიკულ რჩევას ჩაგიჩურჩულებს:


1.

ბიჭებო, ჩემპიონთა ლიგის თამაშს არ დაამთხვიოთ

თუ გსურს, რომ არ დაიწვა, გახსოვდეს, 15-ში 00:00 საათზე პსჟ-ბაიერნია და ვალენტინობის პაემანი ცოტა ადრე დანიშნე.


2. 

გოგოებო, ჩემპიონთა ლიგის თამაშს დაამთხვიეთ

თუ გსურს, გამოსცადო შენი სიყვარული, გახსოვდეს 15-ში 00:00 საათზე პსჟ-ბაიერნია და ვალენტინობის პაემანი შეგიძლია ცოტა გვიან დანიშნო. თუმცა, თუ სუსტი გული გაქვს და იმედგაცრუების გეშინია... თავი შეიკავე.

 

3.

ზედმეტი კრეატივი საჭირო არაა

 

ასეთი სიმბოლიზმით პარტნიორს ნუ შეაშინებ. სჯობს სიმარტივეს მიაწვე! ზედმეტი ფიქრი ვნებს ნერვებსაც და ურთიერთობებსაც.


4.

გადაამოწმე ყველა დეტალი

მაგალითისთვის, ასეთ სასიყვარულო სათამაშოებს ხშირად ბევრი უცნაური წინადადება აწერია და ბევრჯერაც გამხდარა გაფეილებული საჩუქრის მიზეზი.

დაგვეთანხმები, I DEATH YOU მთლად დამაიმედებელი კომბინაცია ვერაა, რაც არ უნდა სიკვდილამდე გიყვარდეს ადამიანი.

მოკლედ, გადაამოწმე ყველაფერი. ვალენტინობაზე დეტალებს მნიშვნელობა აქვს!

 

5.

ბიჭებო, სამზარეულოს ნივთები არ აჩუქოთ

მაინც და მაინც ვალენტინობას ნუ აფიქრებინებთ თქვენს პარტნიორს, რომ „ქალი ვიცი მე კუხნაში“ პიროვნება ხართ. არ არის საჭირო, სიყვარულის დღეს შეგახსენონ, რომ ყველა კაცი ერთნაირია.

 

გამოქვეყნებული 13 February, 2023

საინტერესო სტატიები