პოპულარული შეკითხვები
ნახე პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე და დაზოგე ძვირფასი დრო
როგორ მუშაობს სასაჩუქრე ბარათები?
სასაჩუქრე ბარათის შეძენა შესაძლებელია ონლაინ და მისი მიტანა ხდება კურიერის სერვისის მეშვეობით. შემდგომ კი შეგიძლიათ გაანაღდოთ სასაჩუქრე ბარათი შესაბამისი ბრენდის ნებისმიერ მაღაზიაში
როგორ ხდება სასაჩუქრე ბარათების მიღება?
კურიერის სერვისი უზრუნველყოფს სასაჩუქრე ბარათის მიტანას მითითებულ მისამართზე.
რამდენ ხანში მოხდება სასაჩუქრე ბარათის ადგილზე მიტანა?
ექსპრეს სერვისი მოქმედებს მხოლოდ თბილისში და მიტანის დრო არის 2-3 საათამდე. სტანდარტული სერვისი თბილისში 15.00-მდე შეკვეთის შემთხვევაში - 1 სამუშაო დღე, ხოლო 15.00-ის შემდეგ შეკვეთის შემთხვევაში - 2 სამუშაო დღე. რეგიონში მიტანას ჭირდება 2-3 სამუშაო დღე.
როგორ ხდება სასაჩუქრე ბარათის გამოყენება?
სასაჩუქრე ბარათის გამოყენება შესაძლებელია მითითებულ ვადებში იმ მაღაზიათა ქსელში, რომელიც აქვს მითითებული ბრენდს. შეგიძლიათ შეარჩიოთ მაღაზიაში არსებული პროდუქციიდან ბარათის ღირებულების ექვივალენტი ან დაამატოთ თანხა თუ პროდუქციის ღირებულება აღემატება ბარათზე არსებულ ნომინალურ თანხას.
რამდენია სერვისში გადახდილი საკომისიო?
მომხმარებელი იხდის მხოლოდ მიტანის სერვისის ღირებულებას.
რამდენია მიტანის სერვისის ღირებულება?
სტანდარტული სერვისი: თბილისი - 5 ლარი (1-2 სამუშაო დღე), რეგიონები - 7 ლარი (2-3 სამუშაო დღე). ექსპრეს სერვისი (იმავე დღეს) მოქმედებს მხოლოდ თბილისში და მისი ღირებულებაა 7 ლარი.
როგორ გამოყურება სასაჩუქრე ბარათები?
ყველა ბრენდის სასაჩუქრე ბარათი განსხვავებული დიზაინისაა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ბრენდების გვერდებზე, თუმცა wowchy გაძლევთ საშუალებას შეფუთული გამზადებული საჩუქარი გაუგზავნოთ ან თავად მიართვათ ადრესატს.
რა არის სასაჩუქრე ბარათის გამოყენების ვადა?
ყველა ბრენდის სასაჩუქრე ბარათს აქვს ინდივიდუალური გამოყენების ვადა, რაც შეგიძლიათ იხილოთ ბრენდის გვერდზე
რა ტიპის შეფუთვა აქვს wowchy-ს?
wowchy სთავაზობს მომხმარებელს უფასო შეფუთვას და ფასიან (wow შეფუთვას), რომლის ღირებულება შეადგენს 2 ლარს
რა ხდება სასაჩუქრე ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?
wowchy არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ დაკარგული ბარათის ანაზღაურებაზე.
ყველას ნახვა