Wine Library
ქართული ღვინის 80-საუკუნოვანი სიყვარულით შთაგონებული ადამიანების მიერ დაფუძნებული „ღვინის ბიბლიოთეკა“ უკვე მესამე წელია ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს 200-მდე ქართველი მწარმოებლის 1000-ზე მეტ დასახელების ღვინოს და ასევე ღვინისთვის შესაფერისი კერძების მრავალფეროვან არჩევანს. “ღვინის ბიბლიოთეკის” მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და განსაკუთრებით ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე და საშუალო მარნების განვითრების ხელშეწყობა. კომპანია ორიენტირებულია ღვინის ენთუზიასტებს შესთავაზოს ღვინის ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო არჩევანი, საუკეთესი ფასად.