MAC
M.A.C მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც 1984 წელს ტორონტოში დაარსდა, ხოლო 1998 წელს შეურეთდა Estee Lauder-ის ჯგუფს. M.A.C -ში წარმოდგენილია პროფესიონალური მაკიაჟისთვის საჭირო უნიკალური პროდუქტების ყველაზე ფართო სპექტრი. მსოფლიოში მოდის არცერთი კვირეული არ ტარდება M.A.C-ის პროფესიონალური მაკიაჟის გარეშე.
ბრენდის სლოგანია - We are for All Ages, All Races, All Genders - ჩვენ ვართ ყველა ასაკისთვის, ყველა რასისთვის, ყველა სქესისთვის. M.A.C დიდ ყურადღებას და რესურსს უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას. 1994 წელს ბრენდმა შიდსთან ბრძოლისთვის დააარსა M.A.C AIDS - ფონდი, რომლშიც დღემდე $500 მილიონ დოლარზე მეტის შეგროვება მოხერხდა. VIVA GLAM-ის ტუჩსაცხების ხაზიდან გაყიდული მთლიანი თანხა ამ ფონდში ირიცხება.