სუპერი
კომპანია “სუპერის” ისტორია 2005 წელს თბილისში გახსნილი პირველი მაღაზიით იწყება. დღესდღეობით ქსელში 15 მაღაზიაა, სადაც 100-ზე მეტი ბრენდი და 20.000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია არის წარმოდგენილი. მათ შორისაა მრავალი ევროპული ბრენდი, რომელიც „სუპერმა“ ექსკლუზიურად შემოიყვანა საქართველოში. „სუპერის“ მაღაზიებს შეხვდებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და გორში, პროდუქციის რეალიზაცია კი საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე სავაჭრო ქსელში ხორციელდება.