პეპელა
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა 2006 წ. დაარსდა და უკვე 13 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს. ამჟამად, ˮპეპელაˮ სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპული, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის. „პეპელა“-ში გაყიდული სათამაშოების 100% აკმაყოფილებს ევროპული ხარისხის სტანდარტებს.
დღეს, ˮპეპელაˮ -ს სათამაშოების მაღაზიათა ქსელი 15 საფირმო მაღაზიას აერთიანებს და სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია ქართულ ბაზარზე, მათ შორის: Barbie,Hot wheels, Fisher price, Clementoni, Sluban Papo და ა.შ.