სად მოვიწყო საგაზაფხულო განტვირთვა?

ამინდები გამოდის. მაგას რა ჯობია?! ვიცით, ახლა ის დროა, სასტუმროების გადარჩევას რომ ვიწყებთ ხოლმე. ამიტომაც, ყველაზე დროული ბლოგი მოგიმზადეთ, რომელიც საქმეს გაგიმარტივებს. ჩვენს პლატფორმაზე „სპა და სასტუმრო“ ცალკე კატეგორიითაა წარმოდგენილი, დღეს კი რამდენიმე მათგანზე ცოტა უფრო დეტალურად გაგესაუბრებით. მაშ ასე, სასტუმროების გზამკვლევი: Akhasheni Wine Resort & Spa - კახეთის სოფელ ახაშენში მდებარე სასტუმრო კავკასიონის მთებისა და ვენახების ხედით ტკბობის საშუალებას გვაძლევს. საერთაშორი სტანდარტების მოწყობილ კომპლექსში გაერთიანებულია: 41 ნომერი, ქართულ-ევროპული რესტორანი, ბარი, საბავშვო ზონა და სპა ცენტრი, სხეულის გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო 30-მდე პროცედურა და ბევრი სხვა საინტერესო აქტივობა. Bioli Wellness Resort - თუ შენს ადრესატს დიდ მანძილებზე სიარული არ ხიბლავს, მაგრამ სასტუმროებში განტვირთვა ძალიან უყვარს, ბიოლის კომპლექსი მისთვისაა შექმნილი. ეს მშვენიერი ადგილი თბილისიდან 20 წუთის გზაზე, კოჯრის რეკრეაციულ ზონაში, ზღვის დონიდან 1150 მეტრზე მდებარეობს. აქ ყველაფერია სრულყოფილად დასვენებისთვის: იონიზირებული ჰაერი, მშვიდი გარემო, ულამაზესი პეიზაჟები და, რაც მთავარია, პრემიუმ კლასის სერვისი. New Sairme - ახალი საირმის უნიკალური ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა სასიამოვნო დასვენების გარანტიას წინასწარ გაძლევს. ტყით შემოფარგლული სასტუმრო, ლაუნჯი ღია ტერასით, ბუხარი, ვიოლინო... მოკლედ, აქ წასვლას არავინ ინანებს. Chateu Mere – 1500 კვ.მ. ზომის ციხესიმაგრე, ოთხი კოშკითა და ხის პანელებით დაფარული აივნებით. უკვე საინტერესოდ ჟღერს, არა? ეს კომპლექსი კახეთში, თბილისიდან 1.5 საათის სავალზე დაგხვდება. სტუმართა მრავალფეროვანი ინტერესების დასაკმაყოფილებლად შატო მერე მოიცავს ღვინის ქარხანას, ქართულ რესტორნებს, შიდა და ორ გარე აუზს, სპას და საჩუქრების მაღაზიას. Sevsamora Resort – სევსამორა კიდევ ერთი თბილისთან ახლოს მდებარე ადგილია, რომელიც შესანიშნავი დასვენების საშუალებას იძლევა. კომპლექსი მდებარეობს საგურამოში, თბილისიდან 20 წუთის სავალზე და მოიცავს როგორც აუზებსა და საუნას, ასევე ფეხბურთის, კალათბურთისა და საბავშვო მოედნებს. ქართული და ევროპული სარესტორნო სივრცეები კი მადის აღმძვრელი კერძებით გაგიმასპინძლდებიან. გადადი ლინკზე და დაათვალიერე ჩვენი სპა და სასტუმროების კატალოგი - https://wowchy.ge/ge/s?CatID=27 მზიან და ფერად გაზაფხულს გისურვებთ!
Published 27 April, 2023

Interesting articles