რა ვაჩუქო დედას?

ჩვენი საჩუქრების გზამკვლევი დაგეხმარება, დედის დღისთვის საუკეთესო არჩევანი გააკეთო. რა თქმა უნდა, ვაუჩის კატალოგში უამრავი სასაჩუქრე ბარათი შეგიძლია იხილო, თუმცა ამ ბლოგისთვის, უბრალოდ, რამდენიმე ვარიანტი გამოვარჩიეთ. 

მაშ ასე:

Akhasheni Wine Resort & Spa

დედებს, რა, დასვენება არ სჭირდებათ?! სწორედაც რომ, კი და ეკუთვნით კიდეც! ახაშენის სუპერ თანამედროვე კომპლექსი ამ მხრივ ნამდვილი მისწრებაა. Akhasheni Wine Resort & Spa კახეთის რეგიონის სოფელ ახაშენში, ფაფრის მინდვრის ტერიტორიაზე მდებარეობს. სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილ 41 ნომერს აერთიანებს, საიდანაც კავკასიონის მთებისა და ვენახების ულამაზესი ხედი იშლება.

მგონი, მშვენიერი საჩუქარია, არა?!

გადადი ლინკზე

 

MULTI

ახალი კონცეფციის სავაჭრო სივრცე, რომელიც ერთი სალაროსა და პარკინგის სისტემაზეა დაფუძნებული. დედასთვის „მულტის“ სასაჩუქრე ბარათი ნამდვილად კარგი არჩევანია, რადგან ის ძალიან ამარტივებს საყიდლებზე გასვლის პროცესს. ამ ეტაპზე სავაჭრო სივრცე უკვე აერთიანებს სასურსათო, საყოფაცხოვრებო ქიმია-ჰიგიენის, ფარმაციის, საკანცელარიო აქსესუარების, წიგნების, საბავშვო სათამაშოებისა და სამეურნეო პროდუქციის მაღაზიებს.

გადადი ლინკზე

 

GPC

„ჯიპისის“ ბევრი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. არც იმას სჭირდება ბევრი ლაპარაკი, რომ დედები აფთიაქებს ხშირად სტუმრობენ. „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. აქ უამრავ პროდუქტს შეხვდები ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მიმართულებით. ამიტომაც, შეუძლებელია ამ ბრენდის ციფრული ვაუჩერი დედისთვის საჩუქრად არასწორი არჩევანი გამოდგეს.

გადადი ლინკზე

 

PODIUM

შეახსენე დედას, რომ შვილებზე ფიქრში გართულს საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაავიწყდეს და გაუშვი სილამაზის სალონში გასაპრანჭად. ამაში “პოდიუმის” ციფრული ვაუჩერი დაგეხმარება. მგონი, შენგან ასეთი წახალისება დედას ძალიან გაუხარდება!

გადადი ლინკზე 

 

 

Published 02 March, 2023

Interesting articles