wowchy გირჩევს: საუკეთესო საჩუქრები ქალბატონებისთვის

მანდილოსნების გახარება სულაც არ არის რთული, როცა კონკრეტული პროდუქტის არჩევა და მისი დიზაინის, ფერის, სურნელისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით გადაწყვეტილების მიღება არ გიწევს. ასეთ რამეებზე ფიქრი ნამდვილი ჯოჯოხეთია, თან თუ აგიცდა... მითუმეტეს.

ვაუჩის დახმარებით, შეგიძლია საპირისპირო სქესისთვის უბრალოდ საყვარელი ბრენდი შეარჩიო, გაუგზავნო ვაუჩერი ელექტრონულად  სულ რამდენიმე წამში, მისალოც ბარათთან ერთად და დანარჩენს თვითონ გადაწყვეტს შესაბამისი ბრენდის ფილიალში.

ამ სტატიაში ვაუჩი გირჩევს, რომელი ბრენდების ვაუჩერებია ქალბატონებისთვის საუკეთესო არჩევანი სასაჩუქრედ: 

The Body Shop - “ბოდი შოპი” საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ბრენდის არსენალში 700-მდე პროდუქტია, რომელიც სხეულის მოვლისთვის ყველანაირ საშუალებას აძლევს მომხმარებელს. ბრენდის კონცეფცია უკეთესი და ლამაზი სამყაროსთვის ბრძოლას წარმოადგენს. ბოდი შოპი თავის აუდიტორიას ეთიკური გზით წარმოებულ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

ETAM - უდიდესი ისტორიის მქონე ფრანგული ბრენდი, ქალის თეთრეულის მიმართულებით. თანამედროვეობა, თავდაჯერებულობა და კომფორტი საკუთარ სხეულში - ეს არის ფილოსოფია, რომელსაც ETAM ავრცელებს.

Sam Raan Spa & Wellness Center - უნიკალური კომპლექსი, რომელიც მრავალფეროვან სერვისებს აერთიანებს. სასაჩუქრე ვაუჩერის მიხედვით შეგიძლია აარჩიო ნებისმიერი სპა-პროცედურა. სერვისები კი მოიცავს: ჰიმალაიურ მარილის ოტახს, მკვდარი ზღვის მინერალებიან აუზს, თურქულ აბანოს, მშრალ და ორთქლის საუნებს, თერმული საწოლების ლანჯს, აუზს, სატრენაჟორო დარბაზს.

Lotus ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც წარმატებით აერთიანებს: პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელ, ინვაზიურ და არაინვაზიურ პროცედურებს, პლასტიკურ ქირურგიას. კომპანია იყენებს ულტრა თანამედროვე აპარატურას და მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას სთავაზობს.

Zara - ქალბატონებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ტანსაცმლის ბრენდი. ელეგანტური, თანამედროვე და ხელმისაწვდომი კოლექციებით აღსავსე ზარა, რომლის ვაუჩერიც ნებისმიერ მომენტში იდეალური საჩუქარია.

Published 21 November, 2022

Interesting articles