wowchy გირჩევს: რა ვაჩუქო მამაკაცს?

თუ საპირისპირო სქესისათვის საჩუქრის არჩევაზე ერთხელ მაინც გიწვალია... ჩვენ გვესმის შენი. სულ რომ ადრესატისთვის საინტერესო კატეგორია იცოდე, კონკრეტული საჩუქრის არჩევა მაინც რთულია. თამაშები უყვარს? მშვენიერი, მაგრამ Playstation თუ Xbox? FIFA თუ NBA? 

wowchy სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ასეთ კითხვებზე პასუხს მაქსიმალურად ამარტივებს - ახარებ ბრენდის სასაჩუქრე ბარათით, თუმცა კონკრეტულ პროდუქტს საბოლოოდ თავად არჩევს. ამ სტატიაში ვაუჩი წარმოგიდგენს, რომელი ბრენდების ვაუჩერებია ყველაზე საინტერესო მამაკაცებისთვის:

Beard.ge - საქართველოს მასშტაბით ყველაზე ცნობილი ბრენდი მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების კატეგორიაში. Beard.ge-ზე უმაღლესი ხარისხის 150-ზე მეტ პროდუქტებს შეხვდები წვერის, თმის, სახის მოვლისა და სხვა მიმართულებებით.

Game zone - თუ შენს ადრესატს გეიმინგი უყვარს, გეიმ ზონას ვაუჩერი მისთვის ნამდვილი სამოთხე იქნება. 2010 წელს დაარსებული კომპანია ერთადერთი ადგილია საქართველოში, რომელიც ყველანაირ კონსოლსა თუ ვიდეოთამაშს გთავაზობს.

Badagoni - “ბადაგონს” ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, ისევე როგორც იმას არ სჭირდება ხაზგასმა, რომ ღვინო მამაკაცისთვის ყოველთვის კარგი საჩუქარია. “ბადაგონის” ყველა პროდუქტი შექმნილია მხოლოდ ქართული ყურძნის ჯიშებისგან და მისი ასორტიმენტი მოიცავს როგორც წყნარ,  ისე - ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას.

Copter tech - თუ შენს ადრესატს გადაღება და თანამედროვე ტექნოლოგიები უყვარს, “კოპტერ ტექის” პროდუქციამ შესაძლოა კარგი იდეები მოგცეს. კომპანიის შოურუმში შეხვდები უპილოტო საფრენ აპარატებს, კამერებს, სტაბილიზატორებს... მსგავსი მიმართულებით დაინტერესებული ადამიანისთვის “კოპტერ ტექის” სასაჩუქრე ბარათი იდეალური არჩევანია.

Crosty - ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ქართული ბრენდი ასევე ამშვენებს ჩვენი პარტნიორების სიას. “ქროსთის” ფეხსაცმელებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ისედაც ყველაფერი კარგად გეცოდინება, უბრალოდ იმას შეგახსენებთ, რომ გამორიცხულია, ამ ბრენდის ვაუჩერმა ვინმე არ გაახაროს.

Published 21 November, 2022

Interesting articles